reportiori.ge - ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:38
რეგიონები
ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა
ავტორი:
02 სექტემბერი, 2015. 18:22


შიდა ქართლის პრობაციის ბიუროსა და „გორის სანერგე მეურნეობას" შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გორელი პირობით მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „მწვანე ოჯახში" დასაქმდნენ.



სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი", რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული, მიზნად ისახავს წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელთა ჩაბმას შრომით თერაპიაში და მათ რეაბილიტაციას. შესაბამისად, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში შეირჩა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ცხრა პირობით მსჯავრდებული, რომლებმაც რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში დასაქმების მაღალი მოტივაცია დააფიქსირეს.



ამ ეტაპზე სოციალური საწარმოს ადმინისტრაციამ პრობაციონერებთან, დამხმარე სპეციალისტების პოზიციებზე, ექვსთვიანი ხელშეკრულებები გააფორმა. მათი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ თანამშრომლებთან, ვინც მოვალეობის შესრულებისას თავს გამოიჩენს, უფრო გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტი დაიდება. დასაქმებულები, პირველ ეტაპზე, ხელფასის სახით 380 ლარს მიიღებენ.



სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახის" პროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერთა კიდევ ორი ჯგუფი დასაქმდება.



პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2013 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა. 2014 წელს - 145, ხოლო მიმდინარე წელს უკვე დასაქმებულია 72 პრობაციონერი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016