reportiori.ge - ანსამბლ „ქობულეთის“ წევრი კულტურის სახლიდან მომღერლის გამოგდების ფაქტზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:43
რეგიონები
ანსამბლ „ქობულეთის“ წევრი კულტურის სახლიდან მომღერლის გამოგდების ფაქტზე საუბრობს
ავტორი:
02 სექტემბერი, 2015. 22:57


ანსამბლ "ქობულეთის" წევრი გოგი ვერულიძე კულტურის სახლიდან მომღერლის გამოგდების და მათთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობს.


მომღერალი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საჯარო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "INFO ქობულეთი" უცვლელად გთავაზობთ:


"ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ერთხელ ქობულეთში მოხდა ისეთი რამ რისი გაფიქრებაც კი შეუძლებელია. განსაკუთრებული პირი არც არასდროს ვყოფილვარ და არც აწი ვაპირებ ვინმეზე უკეთესი ვიყო, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ქობულეთელი კაცი ვარ და ვერ გამიგია რას ან ვის უნდა დავუკავშირო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. რათქმაუნდა მხედველობაში არ მყავს ოჯახი, რომელიც ჩემთვის და ყველა ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასია. სრულიად ქობულეთის და არამარტო, მთლიანად ქვეყნის მმართველებს, ადამიანებს ვისაც გევალებათ მოგვხედოთ და გვერდში დაგვიდგეთ, თვალები გაახილეთ და შემოგვხედეთ ვინა ვართ, თუ ვერ ხვდებით ვინმეს მაინც მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ჭკვიანი ხალხის აზრი, ქობულეთელობაზე თავს რომ დებთ ის მაინც გაიგეთ რომ მალე მოვა დრო, როცა თქვენი ნასახი აღარ იქნება ამ ჩვენს ქობულეთში და გამარჯობასაც არ გეტყვით არავინ... კულტურის სახლიდან მომღერლის გამოგდება და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა დიდი დანაშაულია და დიდი შეურაცხყოფა.. ამ დუხჭირ და გაუსაძლის პირობებში ადამიანი გიმღეროდეს, მიუხედავად იმისა ემღერება თუ არა მას, ეს სხვანაირად დასანახი და გასაგებია... მადლობა გვითხრას იმ ადამიანებმა ვინც ამას წყვიტავს, რომ დღემდე ვუკეთებდით იმას რაც არ გვევალებოდა.. ჩვენ სრულიად ქობულეთის მომღერლები შეურაცხყოფილ, კულტურის სახლიდან გამოძევებული ადამიანები ვართ ვისაც არავინ არასდროს პატივს არ სცემდა და არც მომავალში გვაქვს იმედი.. ბევრი თქვენნაირი გამოგვიცვლია და არც ახლა შეგვეშლება ხელი.. თქვენ არავინ არა ხართ და არც არასოდეს იქნებით, იმიტომ, რომ არც არაფერი გაგიკეთებიათ და ვერც გააკეთებთ.. როდემდე უნდა ვიყოთ მონების ამპლუაში არ მესმის და ვერ გამიგია.. "სამწუხაროა, რომ სიმღერა მიყვარს" თქვენ არ იცით რა ფონზე მიწევს ამის დაწერა" - აცხადებს გოგი ვერულიძე.


საკითხზე ქობულეთის კულტურის სახლის ადმინისტრაციის პოზიციას "INFO ქობულეთი" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016