4 სექტემბერს, 14:00 თბილისში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად გახსნის დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზას.
„ლელო სარასენსი" - ეს არის კიდევ ერთი რაგბის ბაზა, რომელიც რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით მოეწყო. მისი აშენებისთვის დაიხარჯა 5 მილიონ 640 ათასი ლარი.
ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო, სადაც განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდაა მოწყობილი.
კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. „ლელო სარასენსის" ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს.