აღმოჩნდა, რომ დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქარს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში. წარმოგიდგენთ, საინტერესო რეცეპტებს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც დაფნის ფოთოლია.
1. მადისა და წონის კლებისთვის
ჩააწყეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოვადუღოთ. ამის შემდეგ გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მიღებული ნაყენის დღეში ერთხელ ერთი ჭიქის მიღება. თუ თქვენ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში მიიღეთ, მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.
2. დიაბეტის მკურნალობის დროს შაქრის დაწევისთვის
დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 საათის მანძილზე გააჩერეთ. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დღის მანძილზე სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
3. სახსრებში ტკივილის მოსახსნელად
10 გრ. დაფნის ფოთოლს 150 მლ. ადუღებული წყალი დაასხით და 3 წუთის მანძილზე ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოცემული ნაყენი დალიეთ სანამ ის გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის მანძილზე. 3 დღე სვით, ოთხი დღე კი, დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.
კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამასთან, დაიმახსოვეთ, რომ ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით. ამასთან, აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!
წყარო: presa.ge