„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება", - ეს განცხადება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა ეკა მიშველაძის შეკითხვას, თუ რატომ დაიხურა მისი გადაცემა.
"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეს მიყავდეს პოლიტიკური გადაცემა, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია, რის შემდეგაც ჯანიკაშვილმა წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან: "საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს".
ეკა მიშველაძემ და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პატრიაშვილმა ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნეს.
"გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - დასძინა ეკა მიშველაძემ.