reportiori.ge - მთავარი პროკურატურა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს ამზადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
სამართალი
მთავარი პროკურატურა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს ამზადებს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 12:56

საქართვცელოს მთავარი ლროკურატურა, სასჯელახსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დოკუმენტაციას ამზადებს. მთავარი პროკურატურის განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 12 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ გამოცხადდა ინტერპოლის არხებით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა მისი შემდგომი დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით.

ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, 2013 წლის 28 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ქალაქ ვენაში დააკავეს დავით ჭაკუა საქართველოში მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. მოგვიანებით, ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჭაკუას შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა 5000 ევროს ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა საექსტრადიციო პროცედურების წარმოებას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით ჭაკუას დაეკისრა საექსტრადიციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაშე გამოცხადების  ვალდებულება და აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ შესაბამისი მასალების მიწოდების შემთხვევაში, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე.  ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც „ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს.

დავით ჭაკუას ბრალად ედება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 25-1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე", „ზ" და „თ" ქვეპუნქტებით (პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის წაქეზება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით), 25-145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზება), 25-3691-ე მუხლით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის წაქეზება), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ძალადობის განხორციელება, რასაც თან ერთვის მისთვის ან მისი ახლო ნათესავისათვის ძალადობის ან სხვა მუქარა), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ", „გ" ქვეპუნქტებითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) და 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და დაკავებული პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016