reportiori.ge - სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:42
სხვადასხვა
სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
ავტორი:
05 სექტემბერი, 2015. 16:51


სიგარეტში, გარდა ქაღალდისა და თამბაქოსა კიდევ 597 ინგრედიენტია.


გაიგეთ კიდევ რა შედის სიგარეტის შემადგენლობაში.


თამბაქო - მწვანედ შეფოთლილი მცენარე, რომელიც თბილ კლიმატურ პირობებში იზრდება. მისი გადამუშავებისას ფერმერები სხვადასხვა არომატებსა და დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ურევენ.


თამბაქოს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, ამან კი სულ უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.


ამიაკი - ამატებენ, რათა ნიკოტინის ბოლი სწრაფად გაჯდეს ფილტვებში.


კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც სიგარეტს უფრო გემრიელსა და არომატულს ხდიან:


ნიკელი - შხამი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს;


ბენზოლი - გამოიყენება საღებავის შესაქმნელად;


დარიშხანი - თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ;


ბუტანი - თხევადი აირი, რომელსაც სანთებელა შეიცავს;


ნახშიროჟანგი - მომწამლავი აირი;


კადმიუმი - ბატარეებისა და აკუმულატორების საწარმოებლად გამოიყენება;


ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი;


DDT - მომაკვდინებელი გაზი;


ეთილის ფუროატი - აზიანებს ღვიძლს;


ტყვია - ძლიერი მომწამლავი;


ფორმალდეჰიდი - გვამების ბალზამირებისა და შესანახად გამოიყენება;


ნაფტალინი - განმარტება არ სჭირდება;


მეთილიზოციანატი - 1984 წელს, ინდოეთში, მისმა შემთხვევითმა გაჟონვამ 2 000 ადამიანი იმსხვერპლა;


აცეტონი;


სიგარეტზე საუბრისას კი, მხოლოდ სამ შემადგენელ ნაწილს ახსენებენ: ნიკოტინი, ფისი და ნახშიროჟანგი


ნიკოტინი - ძლიერი შხამი, რომლის 1 წვეთი ცხენს კლავს;


ფისი - ნივთიერება რომელიც ფილტვებზე რჩება, შედეგად ფილტვები შავდება და ხველება გეწყებათ;


ნახშიროჟანგი - შხამიანი აირი, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვან სუნთქვას, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.


თუ ფიქრობ, რომ მოწევას თავს ვერასდროს დაანებებ, იქნებ ამ სტატიის შემდეგ მაინც დაკარგო მოწევის სურვილი. გაუფრთხილდი შენსა და გარშემომყოფების ჯანმრთელობას!




წყარო: reitingi.ge, ანა ვერძაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016