reportiori.ge - გაიგეთ ის, რაც აქამდე არ იცოდით- აქციეთ ოცნებები რეალობად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:50
სხვადასხვა
გაიგეთ ის, რაც აქამდე არ იცოდით- აქციეთ ოცნებები რეალობად!
ავტორი:
05 სექტემბერი, 2015. 22:01


რონდა ბერნი 70 წლის ავსტრალიელი ქალბატონია, პროფესიით TV პროდიუსერი და მწერალი. მან სახელი მისვე წიგნით „საიდუმლო" გაითქვა, რომელიც ძალიან მალე მსოფლიო ბესტსელერად იქცა, მან ასევ დაწერა წიგნები: The Power და The Magic, ეს ორივე ნაშრომი „საიდუმლოს" გაგრძელებას წარმოადგენს.


ერთი წლის წინ ცა თავზე ჩამომენგრა. ქანცგაწყვეტამდე ვმუშაობდი, მოულოდნელად კი მამა გარდამეცვალა, გამიფუჭდა ურთიერთობები კოლეგებთან და ახლობლებთან. იმ დროს აზრადაც არ მომსვლია, რომ ჩემი სასოწარკვეთილება გახდებოდა უდიდესი მადლისკენ მიმავალი გზის დასაწყისი.

 

მე გავიგე უდიდესი საიდუმლო - ცხოვრების საიდუმლო. მასზე პირველი მინიშნება ძველ წიგნში ვიპოვე, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა, ჰეილიმ მომცა. საიდუმლოს კვალის ძიება დავიწყე კაცობრიობის ისტორიაში და ჩემდა განსაცვიფრებლად აღმოვაჩინე, რომ მრავალმა დიდმა ადამიანმა: პლატონმა, შექსპირმა, ნიუტონმა, ჰიუგომ, ბეთჰოვენმა, ლინკოლმა, ემერსონმა, ედისონმა, აინშტაინმა იცოდა ამის შესახებ.


ერთ რამეს ვერ ვგებულობდი: „რატომ არ იცის ის ყველამ და თითოეულმა?" შემიპყრო სურვილმა საიდუმლო გამეზიარებინა მთელი სამყაროსთვის.


იმ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, რასაც ქვემოთ ნახავთ, გაიგებთ თუ როგორ მიიღოთ ან გააკეთოთ ყველაფერი რაც გსურთ, გახდეთ ის, რადაც გინდათ იქცეთ. თქვენ გაიგებთ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში.


რა საიდუმლოა ეს? მე მოგიყვებით, თუ როგორ შევძელი მისი წვდომა.


ასეა თუ ისე, ჩვენ ერთ უსაზღვრო ძალასთან ურთიერთქმედებაში ვცხოვრობთ. ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე კანონებს ვემორჩილებით. სამყაროს ბუნებრივი კანონები იმდენად ზუსტია, რომ ჩვენ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ვაგებთ კოსმიურ ხომალდებს, ვაგზავნით ადამიანებს მთვარეზე და მილიწამებამდე ვანგარიშობთ დაბრუნების დროს.


სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ - ინდოეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სტოკჰოლმში, ლონდონში, ტორონტოში, მონრეალსა თუ ნიუ-იორკში - ვეხებით ერთსა და იმავე ძალას.


ვეხებით ერთ დიდ კანონს. ესაა მიზიდულობა!

სიცოცხლის საიდუმლო ეს მიზიდულობის კანონია!


ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოდის, მას ჩვენ ვიზიდავთ. ვიზიდავთ ხატების ძალით, რომელიც მუდმივად თავში გვაქვს. თქვენი ცხოვრება ესაა ის, რაზეც ფიქრობთ. რაზეც თქვენს ცნობიერებაში ფიქრობთ, თქვენ იმას იზიდავთ.


გადაწყვიტეთ, თუ რად გინდათ იქცეთ, რა გსურთ და რა უნდა გააკეთოთ. იფიქრეთ ამაზე, გამოასხივეთ საჭირო სიხშირე და თქვენი ოცნება რეალობად იქცევა".


დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი 10 წესი


ფიქრები მაგნიტივითაა, მათ გააჩნიათ გარკვეული სიხშირე. როცა ფიქრობთ, თქვენი ფიქრები სამყაროში დაფრინავს და მაგნიტივით იზიდავს მსგავს ფიქრებს - ყველაფერს რაც იმავე სიხშირეზეა.

თქვენი მიმდინარე ფიქრები ქმნიან თქვენს ცხოვრებას. ის, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობთ, რაზეც ყველაზე მეტად ხართ კონცენტრირებული, აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რაზე ფიქრობთ, კითხეთ საკუთარ თავს რას გრძნობთ. ემოციები - ფასეული ინსტრუმენტია, რომელიც მუდმივად გვამცნობს თუ რაზე ფიქრობთ.

განწყობის საიდუმლო გადამრთველები, ისეთები, როგორიცაა სასიამოვნო მოგონებები, ბუნების სურათები ან სასიამოვნო მუსიკა, დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი გრძნობები და გადაერთოთ სხვა სიხშირეზე წამიერად.

დაიჯეროთ ნიშნავს დაიწყოთ მოქმედება, იფიქროთ და ისაუბროთ ისე, თითქოს მიიღეთ ყველაფერი ის, რაც ითხოვეთ. როცა ამ სიხშირეს ასხივებთ მიზიდულობის კანონს მოძრაობაში მოჰყავს ადამიანები, მოვლენები და გარემოებები, რათა მიაღწიოთ სასურველს.

მიიღოთ ნიშნავს იგრძნოთ ის, რასაც იგრძნობთ, როცა თქვენი სურვილი ასრულდება. კარგი განწყობა სასურველ სიხშირეზე გადმოგრთავთ.

კონცენტრაცია მოახდინეთ იმაზე, რაც გიყვართ თქვენში და მიზიდულობის კანონი მოგიყვებათ კიდევ უფრო მეტ საოცარ ამბავს.

თქვენ ვერ შეძლებთ დაეხმაროთ სამყაროს, თუ ფოკუსირებას გააკეთებთ ნეგატიურ საგნებსა და მოვლენებზე. როცა კონცენტრაციას აკეთებთ პრობლემებზე, მათ არა მხოლოდ სძენთ ენერგიას, არამედ მეტ უსიამოვნებას იღებთ თქვენს ცხოვრებაში.

რაც უფრო მეტად იყენებთ თქვენს შინაგან ენერგიას, მით უფრო დიდი ძალა გადის თქვენი მეშვეობით.

გააკეთეთ ის, რაც გიყვართ. თუ არ იცით, რა არის ეს, იკითხეთ: „რას მოაქვს ჩემთვის სიხარული?" და როცა ამ საქმეს მოკიდებთ ხელს, თქვენ მიიზიდავთ უამრავ სასურველ ნივთს, რადგან სიხარულს ასხივებთ.


წყარო: Rhonda Byrne - The Secret


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016