reportiori.ge - დღეს გოგის დაბადების დღეა! გოგი დოლიძის!...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დღეს გოგის დაბადების დღეა! გოგი დოლიძის!...
05 სექტემბერი, 2015. 22:31

დღეს გოგის დაბადების დღეა! 

გოგი დოლიძის!

 

მთელი საქართველოს სიყვარულის ობიექტის და... ასევე, მთლიანი საქართველოს სინანულისა და ტკივილის!
რა მომღერალიც იყო, ყველამ იცის: დიდებული! მართლაც, ბულბული!..
მაგრამ, კიდევ უფრო დიდი, ასჯერ, ათასჯერ უკეთესი პიროვნება გახლდათ!
კრისტალივით სუფთა, ალალი და უშურველი!
მსგავსი სიკეთით სავსე-იშვიათად შემხვედრია ადამიანი.
თბილზე უთბილესი!
უღალატო, უერთგულესი მეგობარი!
ლაღი, საოცრად ლაღი, საოცრად ხალისიანი, სიცოცხლის მოყვარული!
კაცი რომელსაც სხვისი წარმატება არანაკლებ, ზოგჯერ კი საკუთარზე მეტად უხაროდა!
ხელის გამართვა მან რომ იცოდა დაუმადლებელი, ისეთი უნდოდა... ეს მაშინ, როცა თავად მას ფული არასოდეს არ ქონდა, არასოდეს!.. მაგრამ თუ შეატყობდა რომ გიჭირდა, წავიდოდა, რაღაც "მანქანებით" მაინც იშოვნიდა, უფრო ხშირად საკუთარ ვალად აიღებდა და... ისე მოგაწვდიდა, რომ უხერხულადაც კი იგრძნობდი თავს, მისგან ეს დახმარება არ მიგეღო. თანაც, იქეთ იყო არა მარტო გახარებული, არამედ მადლიერიც! მისგან გაღებული სიკეთე რომ მიიღე და ამით დააფასე, გაახარე...

გოგის არ ყავდა მტერი!

არც მოშურნე!...

და არც შეიძლებოდა ყოლოდა ავთვალად შემყურე ვინმე, რამეთუ ბევრს გაუკვალა გზა! ბევრსაც დაულოცა! 

და ეს მაშინ, როცა იღწვოდა და ტრიალებდა ისეთ სფეროში, სადაც შური, სამწუხაროდ, "ჩვეულებრივი" მოვლენაა...

ალბათ, გოგი იყო ერთერთი გამონაკლისი, რომელზედაც არ ვრცელდებოდა პოეტური ფრაზა: ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!
ნუ ეწყინება ნურავის, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ტელევიზიის "ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია", ისევე, როგორც ლეგენდარული "ჟურნალისტები", შემდგომ "ქართული ხმები" სწორედ გოგის "მიზეზით' შეიქმნა.

გოგის იდეა იყო "სულიკოს" ტრადიციული სასიმღერო ფესტივალი ზესტაფონში, სადც მთელი საქართველოდან იკრიბებოდნენ ნიჭიერი უცნობი მომღერლები...

...თითქმის 20 წელი გავიდა გოგის ზეცას ამაღლებიდან. დღე არ გავა რადიოთი თუ ტელევიზიით მისი ხმა რომ არ გვესმოდეს... ბიჭი გაეზარდა ისეთი, რომ ყველანი ვამაყობთ. რაც დრო გადის მით უფრო მეტი თაყვანისმცემელი უჩნდება გოგის, მის სიმღერას და, რაც ყველაზე მეტად გასახარია, მათ შორის უმრავლესობა ახალთაობაა...
არაერთმა ახალგაზრდა მომღერალმა გაითავის გოგისეული სიმღერები. უმშვენიერესი შესრულებაა... მაგრამ, მისი სიმღერა მაინც სხვა არის... ის გოგი დოლიძეა!

 

P.S. ეს სურათი ერთერთი ბოლოა მის სიცოცხლეში გადაღებული. ისრაელში, ტელავივში, მეგობრულ ბანკეტზე იქაურ მომღერლებთან ერთად სახელდახელო "კონკურსი" ჩავატარეთ და... ეს იყო სცენაზე მისი საბოლოო გამარჯვება.

 

გოგი დოლიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!

უწინარესად, ამ სიღერით!!!!!

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016