reportiori.ge - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „თრიალეთი“ გაამტყუნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:59
მედია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „თრიალეთი“ გაამტყუნა
ავტორი:
06 სექტემბერი, 2015. 20:33


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოთხოვნა, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მხრიდან ქარტიის პირველი და მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევის შესახებ, დააკმაყოფილეს.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დადგინდა, რომ მედიასაშუალებამ  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) არ დაიცვა.


სარეზოლუციო ნაწილი ქარტიამ დღესვე გამოაქვეყნა. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კი რამდენიმე დღეში შეადგენენ და ქარტიის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელებენ.


 ქარტიის სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები - შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი და რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსი მარიამიძე. ,,თრიალეთმა" გუბერნატორის საჩივარის პასუხად ქარტიის საბჭოს ახსნა-განმარტება გაუგზავნა. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ გუბერნატორის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე ამ ეტაპზე კონკრეტული მოქალაქეები პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.


 საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 27 მარტს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გავიდა სიუჟეტი გუბერნატორის  ბიზნესინტერესებისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიების შესახებ.  


სიუჟეტის მიხედვით, გუბერნატორი აკონტროლებს ,,ბენზინგასამართ სადგურებს", ,,ლომბარდებს", რასაც ხალხი ლაპარაკობს. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ კონკრეტულ ფაქტებს დადებდა.


 2015 წლის 30 მარტს ,,თრიალეთის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო ვრცელი სტატია იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც ტელეკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გუბერნატორი აკონტროლებს: სიუჟეტისა და სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 2015 წლის 6 აპრილს, გუბერნატორმა საჩივრით ქარტიას მიმართა.

,,მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაყრდნობილია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე. ტელეკომპანიას და/ან ჟურნალისტს არაფერი გაუკეთებია სიმართლის დასადგენად, არ მოუძიებია დოკუმენტები, არ დაკავშირებია იმ ადამიანებს, ვისგანაც კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეეძლო. შესაბამისად, ის გარემოება, რომ არ გამოყენებულა ყველა საშუალება სიმართლის

დასადგენად, მიანიშნებს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, ჟურნალისტის მხრიდან ამის მცდელობაც კი არ ყოფილა" - აღნიშნულია გუბერნატორის საჩივრის პრეამბულაში.


 გუბერნატორი ითხოვდა, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიას ,,თრიალეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია განეხილა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის ჭრილში, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016