დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, შატილში სახალხო დღესასწაული "შატილობა 2015" გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესასწაულზე ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მოეწყო მკლავჭიდისა და დოღის შეჯიბრებები. გარდა ამისა თეატრალური წარმოდგენა გამართეს მოძრაობის თეატრის მსახიობებმა. მაყურებლის წინაშე ასევე გამოვიდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შავფაროსნებისწევრები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხევსურეთში სახალხო დღესასწაულს, შატილობას დაესწრო.
„სახალხო დღესასწაულები განსაკუთრებით სასიამოვნოა. ხალხი ყოველ წელს ტრადიციულად იკრიბება აქ, უხარიათ, უნდათ, რომ ერთად იყვნენ. მთაში ამგვარი ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. ვისურვებდი, ყველა მომავალი დღესასწაული უფრო ხალხმრავალი იყოს და ყველას, ვისაც დრო აქვს, ჰქონდეს შესაძლებლობა, ადგილობრივებთან ერთად შეუერთდეს სახალხო ზეიმს",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.