reportiori.ge - ალიკა ტალიური: მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ამ ეტაპზე საქართველოზე გავლენა ვერ ექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:45
კონფლიქტები
ალიკა ტალიური: მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ამ ეტაპზე საქართველოზე გავლენა ვერ ექნება
04 ნოემბერი, 2013. 17:32

ბოლო პერიოდში, უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთიან ყარაბაღში სიტუაცია დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების ხელშეკრულება დღემდე მოქმედებს, პერიოდულად, სროლა და დივერსიული მოქმედებები გამყოფ ხაზზე მაინც გრძელდება.


ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი, ალიკა ტალიური „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები საყურადღებოა, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენს რეგიონს და მეორე - კონფლიქტში ჩართული რუსეთის სამშვიდობო ძალა ვალდებულია უზრუნველყოს მისი მოგვარება, თუმცა, ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება.


„არსებული ინფორმაციით, ოქტომბრის თვის დასაწყისიდან დღემდე, მთიან ყარაბაღში ვითარება საკმაოდ დაიძაბა. პრაქტიკულად, იქ ყოველდღიურად მიმდინარეობს სროლები და არის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ატარებს პოზიციურ ხასიათს, საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც იქ ჩართული სამშვიდობო ძალები რუსეთის სახით, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მისი მოგვარება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ვალდებულება სათანადოდ არ სრულდება. ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში, მთიან ყარაბაღში  ხდება ისეთი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთა, როგორიც არის თურქეთი, ირანი, რუსეთი, მათ შორისაა ინგლისიც. თავისი გეოსტატიკური ინტერესების ფარგლებში დაფიქსირდა აშშ-ს პოზიციაც და 1997 წელს, კლინტონის მიერ საჯაროდ იყო გაცხადებული იმის თაობაზე, რომ მათ ეროვნულ ინტერესებში შედის სამხრეთ კავკასია და კასპიის ზღვის აკვატორია", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში ტალიური.  


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს ფაქტი საქართველოზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს.


„ეს ფართომასშტაბიან კონფლიქტში ვერ გადაიზრდება, რამდენადაც კონფლიქტი მიმდინარეობს დაბალი ინტენსივობის პოზიციური სროლებით. თუმცა, დესტაბილიზაცია ჩვენს რეგიონში თავისთავად, არასასიამოვნოა. იქ დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზა მანდატის მიხედვით ასრულებს სტრატეგიული შეკავების ფუნქციას. მას ამისთვის გააჩნია სათანადო ძალები და საშუალებები საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების სახით", - ამბობს ტალიური.


ცნობისთვის: ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის განცხადებით, სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ კი, რომელზეც მოსახლეობის 99,89%-მა აზერბაიჯანისგან სრულ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ამ უკანასკნელმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რამაც, საბოლოოდ, არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ, მის მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. საბოლოოდ, კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მხოლოდ ზავის სამმხრივი ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყდა. კონფლიქტის საბოლოო შედეგი ორივე მხრიდან 25-30 ათასი ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის ლტოლვილად ქცევაა.  


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016