reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ბანკებმა მოქალაქეებს არ უნდა დააკისრონ გაზრდილი პროცენტი, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:17
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ბანკებმა მოქალაქეებს არ უნდა დააკისრონ გაზრდილი პროცენტი, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით!
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 14:13


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მილიარდი დოლარი, რომელიც დააკლდა ჩვენს ეკონომიკას, ბოლო წლის განმავლობაში, ამ მილიარდი დოლარის შემოდინების დანაკლისმა გამოიწვია კურსის გაუფასურება. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით:


"გაუფასურებულმა კურსმა შეამცირა იმპორტი იგივე ოდენობით და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადამხდელო ბალანსიდან ანუ შემოდინებების ნაწილი ასახული არის იმპორტის შემცირებაში. შესაბამისად, აქ ამ მიმართულებით ჩვენ კურსზე ზეწოლას არ ველოდებით.

 

ცალსახად ხაზს ვუსვამ, ამას აქვს სხვა უარყოფითი ფაქტორები, თუმცა კურსთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არის აღმოფხვრილი. რას ნიშნავს ეს რიგითი ადამიანის დონეზე? - ჩვენ მზად ვართ, დღეს უკვე უფრო აგრესიული, მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად სხვადასხვა მიმართულებით, თუ ამის საჭიროება დადგება. თუმცა იმისთვის, რომ ბაზრის მონაწილეებს ჰქონდეთ ნდობა ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ, რაც არის აუცილებელი წინაპირობა, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა, დააფიქსირონ თავისი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. როგორც კი ამ საკითხს დავუსვამთ წერტილს, ჩვენ შეგვეძლება უფრო პროაქტიური ქმედებები განვახორციელოთ.

 

არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაცია საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ხოლო მეორე მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკისრონ არც გაზრდილი პროცენტი, არც არანაირი დამატებითი საურავები რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. მითუმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით და ა. შ.", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016