სპორტი
ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა - ფედერაციას არჩევნებამდე ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს
07 სექტემბერი, 2015. 16:11
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე, ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე სიჭინავა პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. სიჭინავა ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. მისივე ინფორმაციით, ახალ არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.
"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა", - განაცხადა სიჭინავამ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19