ფეხბურთის ფედერაციაში გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადება გადადგომის შესახებ შეაფასა:
"მოულოდნელი იყო ჩემთვის სიჭინავას გადაწყვეტილება, ის განცხადების შემდეგ სალაპარაკოდაც არ დარჩა, მგონი, მთლად კარგ ვითარებაში ვერ იმყოფება სიჭინავა. ხედავთ, რამდენი პრობლემაა ფეხბურთის ფედერაციაში და ალბათ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა", - განაცხადა ფიფიამ.
ზვიად სიჭინავამ დღეს განხაცდა, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებეობას ტოვებს. სიჭინავა აცხადებს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.