reportiori.ge - კანადელი ჯაზ-პიანისტი, დაიანა კროლი თბილისში კონცერტს გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:56
კულტურა
კანადელი ჯაზ-პიანისტი, დაიანა კროლი თბილისში კონცერტს გამართავს
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 00:49


კანადელი ჯაზ-პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი შემოდგომაზე, 23 ოქტომბერს, თბილისში კონცერტს გამართავს. ღონისძიება თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.


კონცერტის ორგანიზატორი - "ისთერნ პრომოუშენი" 7 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას მომღერალთან, რომელიც უარის მიზეზად საქართველოში სასტუმროების ქსელის - "Four Season" არარსებობას ასახელებდა.


კონცერტის შესახებ ინფორმაცია  "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კანდელაკმა გაავრცელა.


დაიანა კროლმა პირველი ალბომი 1993 წელს გამოუშვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდული აქვს 6 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო მსოფლიოს მაშტაბით მათი რაოდენობა 15 მილიონს აჭარბებს. 2009 წლის 11 დეკემბერს ჟურნალმა „Billboard"-მა იგი 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა. დაიანა კროლი არის ერთადერთი ჯაზ-მუსიკოსი, რომლის ზედიზედ რვა ალბომმა „Billboard"-ის ჩარტში გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავა. კროლი არის ხუთი გრემის და რვა ჯუნოს მფლობელი. მიღებული აქვს ცხრა ოქროს, სამი პლატინისა და შვიდი მულტი-პლატინური დისკი.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016