reportiori.ge - პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:18
რეგიონები
პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 10:49


გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო. ამ მიზნით სპეციალურად შერჩეულ ადგილებში მოეწყობა ორი ბიოუსაფრთხოების პუნქტი. თითოეულ პუნქტზე დღეში საშუალოდ 8 000 ცხვრის გაბანება იქნება შესაძებელი.


მშენებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს"-ის ერთობლივიძალისხმევით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" (ALCP) ფარგლებში ხორციელდება. „ALCP"-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გლობალ სერვის +"-მა, ტენდერით განსაზღვრული პირობების თანახმად, ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაასრულოს. პარალელურად, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ორი ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობაზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში.


პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 6 ბიოუსაფრთხოების პუნქტი მოეწყობა, რომელიც დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე განთავსდება. ექვსი პუნქტიდან ორს (გარდაბანსა და მარნეულში) ააშენებს "მერსი ქორფსი", ხოლო ოთხს (დედოფლისწყაროში, სიღნაღსა, თელავსა და ბოლნისში) - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო.



„ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველთა გადარეკვის პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. დაიწყო გადასარეკი ტრასების აღდგენა , მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტების ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და დაავდებების გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.



ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. გადასარეკი ტრასების აღდგენა, მოდერნიზება და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და „ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამას" შორის მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016