reportiori.ge - „დღეს მედიას უფრო მეტად აქვს საშუალება აკეთოს ის, რისი კეთებაც უნდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:05
მედია
„დღეს მედიას უფრო მეტად აქვს საშუალება აკეთოს ის, რისი კეთებაც უნდა“
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 12:49


„ქართულ ტელემედიაში მიმდინარე პროცესები უკვე რამდენიმედღეა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების თუ ანალიტიკოსების განხილვის მთავარ თემად იქცა", - გაზეთი "რეზონანსი" მედიის საკითხზე სტატიას აქვეყნებს.  


სტატიაში ნათქვამია, რომ თოქ-შოუების თუ საავტორო გადაცემების დახურვას ჟურნალისტთა ნაწილი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მედიაზე არავითარი პოლიტიკური წნეხი არ არსებობს. პრობლემა არა ხელისუფლების ზეწოლაში, არამედთავად ჟურნალისტების მიკერძოებულობაში უნდა ვეძიოთ.


ცოტა ხნის წინ „იმედზე" ორი პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქცია" და „იმედის კვირა" დაიხურა, მალევე მათ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა მიჰყვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სპეციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს „რუსთავი 2"-სა და უფრო ადრე ტელეკომპანია „მაესტროში" განვითარებულ მოვლენებზე. კოალიციის აზრით, ის პროცესები, რაც დღეს მედიაში მიმდინარეობს, მიუთითებს მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში.


„მედია ადვოკატირებისთვის" ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე „მაესტროში" მომხდარ გადაადგილებებზე, ჟურნალისტების ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიას, დიანა ტრაპაიძისა და თეონა გეგელიას გადაცემების დახურვაზე გაამახვილეს ყურადღება.


როგორც ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ აღნიშნა, ეს გადაცემები პოლიტიკური მოტივით არ დახურულა. მისი თქმით, ნინო ჟიჟილაშვილს უჭირდა საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელობა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ჩამოშორება საინფორმაციო განყოფილებისგან. თუმცა, ჟიჟილაშვილს ჰქონდა შეთავაზება, რომ იგი დარჩენილიყო საკუთარი თოქ-შოუს ფორმატში „მაესტროს" ეთერში. ბაია გადაბაძის თქმით, არც ვახო სანაიას, არც თეონა გეგელიას და დიანა ტრაპაიძეს გადაცემების დახურვას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტელეკომპანია „იმედზე" ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „რეაქციის" და „იმედის კვირის" დახურვაზე, რაზეც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ თუკი გადაცემა არის რეიტინგული, მომგებიანი და ის იხურება, ეს არის პრობლემა. სხვათა შორის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინგა გრიგოლია, შესაძლოა, „რუსთავი 2" -ზე გადაბარგდეს სამუშაოდ და ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტს სპონტანურად არ მიუღია.


„ჰოლიდეი ინში" გამართულ შეხვედრაზე „რუსთავი 2" -ში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დაწვრილებით ისაუბრა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2" -ის მიმართ კამპანიას ატარებს.


რეალურად ხდება თუ არა დღეს მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ინტერნეტ-გამოცემა „ფორ.ჯი" -ს დამფუძნებელს გია იაკობაშვილს.  მისი აზრით, დღეს მედიაში მიმდინარე პროცესებში პრობლემები არა ხელისუფლების ზეწოლაში, არამედ თავად ჟურნალისტების მიკერძოებულობაში უნდა ვეძიოთ.


ეს შეკრება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ნიკა გვარამიას გაეკეთებინა აბსოლუტურად დემაგოგიური განცხადებები. ინგა გრიგოლიამაც ისაუბრა მისი გადაცემების დახურვაზე, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია მეორე მხარის პოზიცია და არგუმენტები. არადა, ტელევიზია არის პატარკაციშვილების ოჯახის ბიზნესი. მათ სრული უფლება აქვთ, როგორც კერძო მფლობელებს, ნებისმიერი გადაცემა ან დახურონ, ან დაიწყონ და განავითარონ. შეიძლება ინგა მართალიცაა, მაგრამ თუ ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ვსაუბრობთ დაბალანსებაზე, დავაბალანსოთ მეორე მხარით.

 

ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ქართული ჟურანისტიკის ელიტა არის არაგულწრფელობის, მიკერძოებულობის ნიმუში და ის პრობლემები, რაც დღეს მედიას აქვს, სწორედ ამ მხრივ უნდა ვეძიოთ", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.


„ფორ.ჯი"-ს დამფუძნებელი ჟურნალისტებს მოუწოდებს ისიც გავიხსენონ თუ რა ხდებოდა ადრე ტელევიზიებში:

 

რატომ დუმან დღემდერუსთავის 2" -ის დღევანდელი მფლობებელი? რატომ არაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ თავის დროზეკავკასია" საგადასახადომ დააჯარიმა 1 ლარის გამო, ხოლირუსთავი 2" - კი 25 მლნ აჩუქა? კარგი იქნებოდა, მედიის შეხვედრის ორგანიზატორებს ეს საკითხებიც დაეყენებინათ", - აღნიშნა გია იაკობაშვილმა.


მედიის თავისუფლებაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა «ეკონომეტრის» პროდიუსერი ლელა კურდღელაშვილი. მისი აზრით, დღეს მედია თავისუფალია და პირადად ის არავითარ პოლიტიკურ ზეწოლას არ განიცდის.


მე დღეს თავისუფალი ვარ, არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვსვფიქრობ, სხვა მედიასაშულებებიც თავისუფლად მუშაობენ.  „ნაციონალების" მმართველობის დროს განსაკუთრებით ტელევიზიებზე იყო წნეხი. მე მაშინაც პირველ არხზე ვმუშაობდი, მაგრამ ზეწოლის გამო დავტოვე ტელევიზია და გადავედიკავკასიაზე". მართალია, ანაზღაურება არ იყო მაღალი, მაგრამ მქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება. მაშინაც კი იყო მედისთვის პატარა ნიშა დარჩენილი თუ გინდოდა თავისუფლად ყოფნა.

 

დღეს კი ამის საშუალება გაცილებით მეტია, მით უმეტეს, როცა არსებობს შრომის კანონმდებლობა და არსებობს კონტრაქტები. დღეს მედიას უფრო მეტად აქვს საშუალება აკეთოს ის, რისი კეთებაც უნდა.

 

რაც შეეხება იმას, შემდგომი სეზონზე გაგრძელდება თუ არა გადაცემა, ეს კიდევ სხვა თემაა. შეიძლება არხის ხელმძღვანელობამ არ გააგრძელოს, ვერაფერსაც ვერ მოსთხოვ. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხარ, წახვალ და სხვაგან გააკეთებ იგივეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღესდღეობით მედიაზე წნეხი მოხსნილია", - განაცხადა ლელა კურდღელაშვილმა




წყარო: რეზონანსი 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016