reportiori.ge - არასტანდარტული გარეგნობის 13 მამაკაცი, რომლებსაც ქალები აღმერთებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 07:17
სხვადასხვა
არასტანდარტული გარეგნობის 13 მამაკაცი, რომლებსაც ქალები აღმერთებენ
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 19:51


ამ მამაკაცთა გარეგნობა ყოველგვარ წესსა და ჩარჩოს ემიჯნება. მართალია, მათ სილამაზის სტანდარტებში ვერ მოვაქცევთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მიმზიდველები და ქარიზმატულები არიან.


Danny Trejo

 

მექსიკელ მსახიობს, რომელსაც ელემენტარული განათლებაც კი არ მიუღია ყველა იცნობს. ეს, Trejo-ს დამამახსოვრებელი პერსონაჟების წყალობით. ტატუები, მოტოციკლი, იარაღი - მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთია. მისი უსაზღვრო პოპულარობა, ალბათ, ამის დამსახურებაა.

 

 

Benedict Cumberbatch

 

 

 

ქერა, ხვეული თმა, ნუშის ფორმის თვალები და დამატყვევებელი ღიმილი ბრიტანელ მსაიობს ნებისმიერი კამპანიის ყურადღების მიქცევაში და სასურველი როლების მისაკუთრებაში ეხმარება.

 

 

Javier Bardem

 

 

 

ეს მომხიბვლელი ესპანელი ნამდვილი გულთამპყრობელია. მიუხედავად უხეში ნაკვთებისა და საკმაოდ დიდი ცხვირისა მასზე მილიონობით ქალი გიჟდება. მაცდური მამაკაცი და ნამდვილი მაჩო ოჯახში დიდ დროს ატარებს და ორ შვილს ზრდის.

 

 

Serj Ginsburg

 

 

 

4 ქორწინება, უამრავი საყვარელი და მილიონობით თაყვანისმცემელი. როგორ? ეს ქარიზმას დამსახურებით, რომელიც, დამახასიათებელი გარეგნობის მიუხედავად, უზომოდ ხიბლავდა და ხიბლავს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს.

 


Mick Jagger

 

 

 

ერთი შეხედვით უცნაური შესახედაობითა და მოძრაობებით Mick Jagger გარშემომყოფების ყურადღებას დღემდე იპყრობს.

 

 

Adrien Brody

 

 

სახის ნაკვთებმა და ბუნებრივმა ხიბლმა Adrien Brody-ის უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა. ინტელექტუალი მსახიობი უცნაური და ამპარტავანიცაა. ბევრს არ მოსწონს, ბევრიც ყველაფრისადმი მისი გულგრილი დამოკიდებულებით აღფრთოვანებულია.

 

 

Adriano Celentano

 

 

 

დიდი კბილები, დანაოჭებული შუბლი, პირდაპირი მზერა, მართალია ის ალენ დელონივით მიმზიდველი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა მამაკაცურობისა და სექსუალობის განსახიერებაა.

 

 

Gérard Depardieu

 

 

 

ჟერარდ დეპარდიეს გარეგნობა არანაირად არ არის სტანდარტული ფრანგული მიმზიდველობის გამოვლინება, მიუხედავად ამისა, ასაკის ამტებასთან ერთად  მისი თაყვანისმცემელი ქალების რიცხვიც იზრდება.

 

 

Vincent Cassel

 

 

 

კეხიანი ცხვირი, ვიწრო თვალები და წაგრძელებული სახე - ასეთი გარეგნობა უნდა გვაღიზინებდეს, მაგრამ გვიზიდავს. მონიკა ბელუჩისთან მრავალწლიანი ქორწინება ადასტურებს მის უდაო სექსუალობას.

 


Yuri Nikulin

 

 

 

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ლამაზი არ ვარ. სუსტი, გრძელი და მოხრილი.." მსახიობმა აირჩია სწორი გზა - იუმორი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიყვარული მოაპოვებინა.

 


Willem Dafoe

 

 

 

მისი დემონური შესახედაობის დამსახურებით, Dafoe არის და იქნება კიდეც უცნაური პერსონაჟების როლის საუკეთესო შემსრულებელი. არასტაბულური ფსიქიკის, ბოროტი, საშიში ნიღბების მორგება ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური, გერმანული, შვეიცარიული და ფრანგული სისხლის მქონე მსახიობს არ უჭრს.

 


Christopher Walken

 

 

 

Christopher Walken უნიკალური ნიჭის მეშვეობით მაყურებელს, თითქოს, აიძულებს მის მიერ შესრულებული როლები მოირგონ. მისი თვალები იმდენად მეტყველია, რომ თავს აუცილებლად დაგამახსოვრებენ და მსახიობის მიმართ სიმპატიას გაგიჩენენ.

 


Mickey Rourke

 

 

 

იყო დრო, როდესაც Mickey Rourke ლამაზი იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მის გარეგნობაშიც. მაგრამ გვიხარია, რომ მსახიობის ქარიზმა უცვლელი დარჩა და დღემდე დიდი წარმატებით ახერხებს  მიმზიდველ მამაკაცად დარჩეს.

 

 

 

 

წყარო: mens.ge

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016