reportiori.ge - ურეკის კულტურის სახლში ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:53
რეგიონები
ურეკის კულტურის სახლში ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 15:52


საქართველოს სახალხო არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლეო ანთაძე ურეკის კულტურის სახლში მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლით წარსდგა.



ძალიან დიდი ბედნიერებაა, უმასპინძლო ისეთ მსახიობს, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში არაერთი სახასიათო სახე შექმნა. ლეო ანთაძის შემოქმედებას ოზურგეთელი მაყურებელი  კარგად იცნობს. ის ძალიან მრავალმხრივი მსახიობია, მისი როლები ერთმანეთს არ ჰგავს და ამით  ლეო ანთაძის პერსონაჟები განსხვავებულად საინტერესოები არიან. იმედია, საქართველოს სახალხო არტისტი არაერთხელ  ესტუმრება გურიას", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ ჭანუყვაძემ.


მსახიობთან ერთად ოზურგეთში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილიც იმყოფებოდა.


60-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლეო ანთაძემ 200 სასცენო და 30 კინოროლი შექმნა. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან" ზურიკელა ლეო ანთაძის პირველი როლი იყო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა.


ლეო ანთაძე  დღეს ოზურგეთელი მაყურებლის წინაშე ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განსხვავებული პროგრამით წარსდგება.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016