reportiori.ge - იტალიაში ამ დიეტის ბუმია: მილანში ყოველი მეხუთე ადამიანი გასახდომად ამ მეთოდს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 07:17
სხვადასხვა
იტალიაში ამ დიეტის ბუმია: მილანში ყოველი მეხუთე ადამიანი გასახდომად ამ მეთოდს მიმართავს
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 23:21


არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაეცვას დიეტა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, წონის დაკლების სურვილი მხოლოდ მირაჟად რჩება.


ამიტომ გთავაზობთ იტალიურ დიეტას, რომელიც იმედებს არ გაგიცრუებთ. Farfalla, ანუ "პეპლის" დიეტა, ძალიან მოდურია ამჟამად მილანში. ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მილანში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ამ დიეტაზე.


გთავაზობთ 6-დღიან კურსს:


დღე 1

საუზმე - 70 გრ მოთუშული ან მოხარშული საქონლის ხორცი + 2 პომიდორი

სადილი - 200 გრ მწვანე ლობიო + 8 ცალი ზეთისხილი

სამხარი - 3 ცალი ბულგარული წიწაკა+ 6 ცალი სალათის ფურცელი, რომელსაც რამდენიმე წვეთი ლიმონი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ექნება მოსხმული.


დღე 2

საუზმე - 2 ტკბილი ფორთოხალი ან ატამი

სადილი - 70 გრ გრილზე შემწვარი ქათმის ფილე, 4 ფოთოლი სალათის ფურცელი, 3 სადილის კოვზი პარმეზანი (შეგიძლიათ 50 გრ სულგუნითაც ჩაანაცვლოთ)

სამხარი - ერთი მუჭა ნუში + 1 წითელი ვაშლი


დღე 3

საუზმე - 150 გრ თქვენთვის სასურველი კენკრა

სადილი - ხილის სალათა (ვაშლი + მსახალი. ზემოდან მოასხით ფორთოხლის წვენი)

სამხარი - 50 გრ გრილზე შემწვარი ნებისმიერი თეთრი თევზი.


დღე 4

საუზმე - 2 ცალი კაკალი, ერთი მტევანი შავი ყურძენი

სადილი - 1 პორცია პომატ-პასტით მომზადებული სპაგეტი

ვახშამი - 80 გრ მოხარშული ძროხის ხორცი + 2 კიტრი


დღე 5

საუზმე - ერთი მუჭა ნუში და იოგურტი

სადილი - დაბალ ცეცხლზე მოთუშული საქონლის ხორცი პომიდორთან და ბულგარულთან ერთად

სამხარი - შეგიძლიათ გაიმეოროთ სადილისთვის მომზადებული კერძი


დღე 6

საუზმე - 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

სადილი - 70 გრ მოხარშული ბრინჯი და კვერცხი

სამხარი - მწიფე ანანასის მესამედი ნაწილი.


როგორც გვპირდებიან, ამ დიეტის დაცლისას მესამე დღიდან საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობთ და არც მუდმივი შიმშილის გრძნობა შეგვაწუხებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016