reportiori.ge - თუ პარლამენტმა ერთ თვეში ორმაგ მოქალაქეებზე ახალი კანონი არ დაამტკიცა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:00
პოლიტიკა
თუ პარლამენტმა ერთ თვეში ორმაგ მოქალაქეებზე ახალი კანონი არ დაამტკიცა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 13:18

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, თუმცა მათგან ორს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა.

მიზეზი მათი ორმხრივი მოქალაქეობა გახდა. საქართველოში დღეისთვის არსებული კანონის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ამის გამო, სავარაუდოდ, საარჩევნო მარათონში მონაწილეობას ვერ შეძლებს სალომე ზურაბიშვილი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ცესკოში ყველანაირი პროცედურა დასრულებული უნდა იყოს.

„23 განაცხადია სულ ცესკოში შემოსული და შესაბამისად ამდენივე საპრეზიდენტო კანდიდატია წარმოდგენილი.

ორ საინიციატივო ჯგუფს ჩვენ უარი ვუთხარით იმის გამო, რომ კანდიდატს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა. ქალბატონ სალომეს ჯერ-ჯერობით არ მოუმართავს ჩვენთვის, ანუ ის არ არის წარმოდგენილი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხს, როგორც ჩვენ წინა შემთხვევებში მოვიქეცით ორ საინიციატივო ჯგუფთნ მიმართებაში, ზუსტად იგივე კანონმდებლობა ვრცელდება ამ საკითხზეც",- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი ორმაგი მოქალაქეებისთვის. მომზადებული პროექტების მიხედვით, ასევე პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც შეეძლებათ, ასევე იზღუდება პრემიერის უფლებამოსილება. კიდევ ერთი ცვლილება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კვორუმის შემცირებას შეეხება და მხარდაჭერის შემთხვევაში 2/3-ით განისაზღვრება.

„არის საკითხები, რაც მე ვფიქრობ, რომ არის სადაო დღემდე. იმიტომ, რომ უკვე ჩატარებულ დისკუსიებზე გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა. ეს პირველ რიგში ეხება მოქალაქეობის საკითხს. ანუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უნდა ჰქონდეს თუ არა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე არის საკითხი რასაც რამოდენიმე არასამთავრობო სექტორი უარყოფითად ვაფასებთ",- აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია „რუსთავი 2" -თან საუბარში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016