reportiori.ge - მამუკა კვარაცხელია: სასაცილოა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც სააკაშვილის პირადი ხოშით დაინიშნა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:22
სპორტი
მამუკა კვარაცხელია: სასაცილოა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც სააკაშვილის პირადი ხოშით დაინიშნა!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2015. 17:20


„მე ფეხბურთის ფედერაციის დამაარსებელი ვარ და კარგა ხანია, უეფას მედიაოფიცრის მოვალეობას ვასრულებ. ვინ-ვინ და, მე არ ვიცი, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში? ეს ხომ ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას ფიფადან და უეფადან", - ეს განცხადება გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ 9 სექტემბერს, „ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში" გამართულ პრესკონფერენციაზე.


„მე მასწავლის წესდებებს ეს ხალხი, ვისთვისაც არც წესდება არსებობს და არც რეგლამენტი? მე ჩემს ტყავზე მაქვს გამოცდილი სახელმწიფოს ჩარევა მაშინ, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ფრჩხილი არ წამოსტკივნია და თბილად არიან!

 

გულშემატკივარი ალბათ ვერ ხვდება სიჭინავას დემარშს, მაგრამ მე ვერ გამომაპარებს, რატომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვითხოვდი სახელმწიფოს ჩარევას არჩევნებში. ფედერაციაში წერა-კითხვაში ძალიან რომ უჭირთ, ადრე დავასაბუთე მათივე წესდებებისა და ეთიკის კოდექსის განხილვით. ახლა კი მივხვდი, რომ ამის გარდა, მოსმენის პრობლემაც აქვთ!..

 

ახლაც ვიმეორებ, რომ ძალიან კარგია, როცა გუბერნატორი ზრუნავს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების გაწევრიანებაზე, რაც, სხვათა შორის, თავად ფეხბურთის ფედერაციის პირველი საზრუნავი უნდა იყოს, რადგან ვიცე-პრემიერმაც და სპორტის მინისტრმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ფულს გამოუყოფს მომავალი წლიდან კლუბებს და როგორ უნდა მივიდეს ეს ფული ქართულ კლუბებამდე სხვანაირად? განა, გუბერნიების გავლით არ უნდა ჩაერიცხოთ?

 

სასაცილო არაა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში ჩარევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც სფფ-ის პრეზიდენტად სააკაშვილის პირადი ხოშით დაინიშნა?!

 

ახლა კარგად მისმინეთ: ეს მორიგი, ვითომ სკანდალური განცხადება მიმართულია უეფას აღმასკომის სხდომისკენ, რომელიც 16 სექტემბერს მალტაში გაიმართება და ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდათ აფიშირება, რომ სახელმწიფო ერევა არჩევნებში და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ამას ამართლებს! უნდათ, რომ წაგებული არჩევნები ჩაშალონ!..

 

აბა, გაბედოს ფედერაციამ და ეს სიცრუე მიაწოდოს უეფას! მე უკვე ნათარგმნი მაქვს ინგლისურად ჩემი გამოსვლაც და სიჭინავას გამოსვლაც, უკვე ჩემს იურისტსაც გადავამოწმებინე და თუ ტყუილი ისევ გაბედეს, სასამართლოს მივმართავ. აი, მაშინ ვნახავთ, მათ ტყუილს რამსიგრძე ფეხები აქვს!..

 

ბოლოს, შევახსენებ სფფ-ის ხელმძღვანელობას: კარგად წაიკითხონ უეფას აღმასკომის სხდომის მესამე საკითხი, რომელიც კლუბების ფინანსური კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარის დანიშვნას ეხება. იმ კლუბებზეა ლაპარაკი, ფედერაცია წევრებად რომ არ იღებს და უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ!

 

წერილი მზად მაქვს და უკადრებელს თუ იკადრებთ, აბა, სკანდალი მაშინ ნახეთ, ბატონებო!" - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.





წყარო:

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sportall.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016