სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილებია მოწყობილი: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და „ტორპედის" სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბითუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი ( მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. „ხოფას ბაზარი", გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);
თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.
რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის კრეფა 10 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო. დღეის მონაცემებით ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 4400 ტ ყურძენი.