reportiori.ge - 12 სექტემბერს გახდება ცნობილი, რომელ ფილმს წარუდგენს საქართველო ამერიკის კინოაკადემიას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:47
კულტურა
12 სექტემბერს გახდება ცნობილი, რომელ ფილმს წარუდგენს საქართველო ამერიკის კინოაკადემიას
ავტორი:
11 სექტემბერი, 2015. 22:52


საქართველო ამერიკის კინოაკადემიისთვის 2015 წლის კანდიდატ ფილმს შეარჩევს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში" გახდება ცნობილი, თუ რომელ ფილმს წარუდგენს საქართველო ამერიკის კინოაკადემიას.

 

„ფილმს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელიც კინოპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომისიის წევრები არიან: რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი და ნანა ჯანელიძე, მსახიობი ნატო მურვანიძე, მწერალი და სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.

 

დადგენილი პირობების მიხედვით, შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღო ორმა ფილმმა: მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი" (დიქტატორი კარგავს ძალაუფლებას, როდესაც მისი ქვეყანა რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდება) და ლევან თუთბერიძის „მოირა" (ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია პატარა თევზსაჭერს, რომლითაც საარსებო ფულის შოვნას აპირებენ მეთევზე ძმები, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია).

 

კომისიის წევრებს სწორედ ამ ორ ფილმს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება", - განმარტავენ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.


ფილმების ჩვენებები 12:00 და 14:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება. შედეგების შეჯამების შემდეგ კი, კომისია საქართველოდან „ოსკარზე" წარსადგენ კანდიდატ ფილმს გამოავლენს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016