რეგიონები
ირმა ინაშვილი: ნაციონალები გურჯაანში ხალხს მოუწოდებდნენ, ე.წ. ყურძნის რევოლუციას შეერთებოდნენ
12 სექტემბერი, 2015. 13:12
„პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„საგარეჯოს ყველა სოფლის წარმომადგენელი, მევენახე, დღეს დილით, სოფელ ჩაილურთან ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ შეიკრიბა. ჩვენთან გზა არ გადაკეტილა. მე ვიყავი მევენახეების გვერდით. ვითარება მძიმეა. გლეხები ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ. საგარეჯოში ამ აქციის ორგანიზატორი იყო ხალხი. მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის" ორი ადგილობრივი ლიდერი, რომლებიც საგარეჯოელებმა აქციიდან გააძევეს. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ, რომ გურჯაანის აქციას შეერთებოდნენ და ე.წ. ყურძნის რევოლუციას შეერთებოდნენ. მივმართავ კახელ მევენახეებს: ნუ აჰყვებით გაკოტრებული ნაცების პროვოკაციას", - წერს ინაშვილი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57