reportiori.ge - კახეთში აქციები გრძელდება - გურჯაანის მოსახლეობამ კი საპროტესტო გამოსვლები 14 სექტემბრამდე შეაჩერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:07
რეგიონები
კახეთში აქციები გრძელდება - გურჯაანის მოსახლეობამ კი საპროტესტო გამოსვლები 14 სექტემბრამდე შეაჩერა
ავტორი:
12 სექტემბერი, 2015. 15:23


გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა დღეს გადაწყვეტილება მიიღეს და 14 სექტემბრამდე აქციები შეაჩერეს. ისინი 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით.


აქციის მონაწილეებს შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, საიდანაც 4 სახელმწიფოა.


სამანაშვილის განცხადებით, კოტეხის ღვინის ქარხანა რქაწითელს 70 თეთრად იბარებს და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასები არ გადაიხედება, რასაც გლეხების პროტესტი მოჰყვა.


ამას გარდა, ყვარლის რაიონის ოთხი სოფლის მოსახლეობა დღეს სოფელ გავაზში შეიკრიბა. მევენახეები მოითხოვენ, რომ ყურძენზე ფასები გაიზარდოს. მათთან შესახვედრად გაემგზავრა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016