ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,7 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის გადამუშავებულია 1 235 ტონამდე რქაწითელი, 1 604 ტონამდე საფერავი, 346 ტონამდე კახური მწვანე და 2 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, გურჯაანის რაიონის სოფლებშიც დაიწყო.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.
ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ-საიტი www.rtveli2015,gov.ge.