„პურპროდუქტების ასოციაციის" ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ბიზნეს-ომბუდსმენს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელებსა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრებზე ძირითადად მსხვილი ბიზნესია წარმოდგენილი და მათი უმრავლესობა ბანკირები არიან, მაშინ როდესაც შენიშვნები და მოთხოვნები მცირე ბიზნესსაც გააჩნია.
როგორც დოლიძე აცხადებს, კვების პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი ქვეყნების უმრავლესობაში 10%-ს არ აღემატება, საქართველოში კი მეწარმეები მსგავსი შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ასოციაციამ ეს მოთხოვნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტსაც გააცნო.
„პურპროდუქტების ასოციაციის" ხელმძღვანელი ბიზნეს-ომბუდსმენის საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ ბიზნეს ომბუდსმენი ხმას არ იღებს მაშინ, როდესაც მას ამის პირდაპირი მოვალეობა აქვს.
„საქართველოში ბიზნესის კუთხით ცვლილებების განხორციელება უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და ქვეყანა პოლიტიკას არ უნდა გადაყვეს", - აცხადებს დოლიძე.