reportiori.ge - პურპროდუქტების ასოციაცია: ხელისუფლებისა და ბიზნესმენების შეხვედრებს ძირითადად, ბანკირები ესწრებიან, შენიშვნები კი მცირე ბიზნესსაც გააჩნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
ეკონომიკა
პურპროდუქტების ასოციაცია: ხელისუფლებისა და ბიზნესმენების შეხვედრებს ძირითადად, ბანკირები ესწრებიან, შენიშვნები კი მცირე ბიზნესსაც გააჩნია
05 ნოემბერი, 2013. 13:26

პურპროდუქტების ასოციაციის" ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ბიზნეს-ომბუდსმენს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელებსა და  ბიზნესმენებს შორის შეხვედრებზე ძირითადად მსხვილი ბიზნესია წარმოდგენილი და მათი უმრავლესობა ბანკირები არიან, მაშინ როდესაც  შენიშვნები და მოთხოვნები მცირე ბიზნესსაც გააჩნია.

როგორც დოლიძე აცხადებს, კვების პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი ქვეყნების უმრავლესობაში  10%-ს არ აღემატება, საქართველოში კი მეწარმეები მსგავსი შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ასოციაციამ  ეს მოთხოვნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტსაც გააცნო.

პურპროდუქტების ასოციაციის" ხელმძღვანელი ბიზნეს-ომბუდსმენის საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ ბიზნეს ომბუდსმენი ხმას არ იღებს მაშინ, როდესაც მას ამის პირდაპირი მოვალეობა აქვს.

„საქართველოში  ბიზნესის კუთხით  ცვლილებების განხორციელება უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და ქვეყანა პოლიტიკას არ უნდა გადაყვეს", - აცხადებს დოლიძე.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016