reportiori.ge - 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:48
კულტურა
14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 14:16


ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს თბილისში. 


ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა - ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ-მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9-10 წლისამ დაკარგა მშობლები. ჭაბუკობის წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკარში", იყო სატირულ ჟურნალ „ნიანგის" რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.



ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც როგორც პიროვნებას და ვერც როგორც შემოქმედს.



თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.


ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. „ხაზარულა" მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: „მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო". ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა.



ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.



1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა „მზიურამდე", ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.


მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძის პირადი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის საბავშვო პარკ „მზიურში" დაეკრძალათ, მწერალი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. 



ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს:


„დღეს მამას გარდაცვალების და გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი მთაწმინდაზე გადასვენების დღეა".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016