reportiori.ge - ჯემალ სეფიაშვილი: დიდი ბედნიერებაა, როცა შენ გაქვს უფლება, სცენიდან მიულოცო პატრიარქს დაბადების დღე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:56
კულტურა
ჯემალ სეფიაშვილი: დიდი ბედნიერებაა, როცა შენ გაქვს უფლება, სცენიდან მიულოცო პატრიარქს დაბადების დღე!
ავტორი:
14 სექტემბერი, 2015. 16:38


4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეზე, უწმინდესისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. როგორც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა „ერთსულოვნების" დილის ეთერში განაცხადა, მან უწმინდესისგან მიიღო ლოცვა-კურთხევა, ამ ღონისძიების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა:


„ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევა მივიღე ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებაზე. რასაკვირველია, ყველა შემოქმედისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა შენ გაქვს უფლება, სცენიდან მიულოცო პატრიარქს დაბადების დღე. უკვე ვემზადები ამ კონცერტისთვის, რომელსაც დაერქმევა საშობაო. ცხადია, ეს იქნება თეატრალიზებული სანახაობა. დეკორაციები იქნება გადაწყვეტილი საახალწლო-საშობაო დეტალებით.

 

სიმღერებს რაც შეეხება, როგორღაც შევთანხმდით რეპერტუარზე, იმიტომ რომ არ მინდა, ეს კონცერტი იყოს ძველი და დაემსგავსოს ჩემს წინა შემოქმედებით სამ საღამოს. ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რასაკვირველია, თემატიკითაც სიმღერები უნდა შეესაბამებოდეს ამ განწყობას - პატრიარქის დაბადების დღე, ახალი წელი, შობა... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი სამზარეულო დუღს...

 

მომღერლები უკვე შერჩეულია. საქართველოში ბევრი მომღერალია, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი, ვიდრე გვგონია, მაგრამ ქართულ სიმღერას თავისებური მიდგომა, თავისებური შესრულება უნდა და დღესდღეობით ეს  თემა ჭირს ახალგაზრდებში.

გადასარევი მომღერლები გვყავს, მაგრამ ეტყობა, ქართული სიმღერა რაღაც ფენომენია, რომელსაც სულ სხვანაირი შესრულება სჭირდება. უიტნი ჰიუსტონის კოპირებას ახერხებენ, მაგრამ შეიძლება „სულიკო" ვერ გიმღერონ ისე, როგორც საჭიროა. ალბათ ამასაც მოევლება, იმიტომ რომ ახალგაზრდების ნიჭიერება ამ მხრივ ძალიან დიდია. საჭიროა მუშაობა. არა იმიტომ, რომ მე და თქვენ გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ქართული  სიმღერა უნდა  იმღერონ, ეს აუცილებელია. იმღერონ არაქართულიც, თუმცა, ჯერ ჩვენი შეასრულონ...  პირადად ჩემს სიმღერას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ქართული იმღერონ", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.   


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016