ლტოლვილთა სამინისტრო მაღალი ანაზღაურების მქონე დევნილთათვის 28-ლარიანი დახმარების მოხსნის საკითხს განიხილავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებით, საქართველოში 10 000-ზე მეტს დევნილს თვეში 20 000-დან 30 000-მდე ლარის შემოსავალი აქვს, 1 800 დევნილის შემოსავალი კი, 40 000 ლარს აღწევს. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე განაცხადა, საკითხის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ 33 000-მეტ დევნილს ყოველთვიურად, 1 500-ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.
"რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ადამიანები ყოველთვიურად 28-ლარიან დახმარებას იღებენ. საუბარია, 13 მლნ ლარზე; ვფქირობ, ეს თანხა სხვა დევნილებზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ეს შემოსავალი მუდმივი არ იყოს, შემოსავლის შემცირების შემთხვევაში, დახმარება ავტომატურად აღუდგებათ", - განაცხადა მინისტრმა.