reportiori.ge - ლიზა ბებო! (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 07:19
სხვადასხვა
ლიზა ბებო! (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 10:21

უინძორები, ფილიპსები – ელისაბედ II-ს დიდი და შფოთიანი ოჯახი ჰყავს, რომელიც ხან ახარებს, ხანაც გულს სწყვეტს ბრიტანელ სუვერენს: აძევებენ პრესტიჟული სკოლიდან, ქორწინდებიან და ანგრევენ ოჯახს, ყვითელი პრესის გვერდებზე ხვდებიან... მთელი მსოფლიოსთვის დედოფალი – დიდებული წარმომავლობის ცნობილი პერსონაა, მაგრამ მისი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის – საყვარელი ბებიაა. მშვიდად დგანან ტახტის პრეტენდენტთა გრძელ რიგში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის უდიდებულესობას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. გთავაზობთ იმ ადამიანთა ფოტოებს, ვისაც ელისაბედ II ტახტისგან თავისუფალ დროს ჭკუას არიგებდა.

 

 

1. მომავალი დედოფალი ელისაბედ II გათხოვდა 21 წლის, როგორც ამბობენ, სიყვარულით. მისი რჩეული იყო 26 წლის ფილიპ მაუნთბეტენი – ბრიტანეთის ფლოტის ოფიცერი, ბერძნული და დანიური სამეფო ოჯახების წევრი და დედოფალ ვიქტორიას შთამომავალი. მათ ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს.

 

 

2. ელისაბედ მეორე და უელსის პრინცი ჩარლზი 1961 წელი.

 

ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1948 წელს ელისაბედს და ფილიპს უფროსი ვაჟი შეეძინათ – პრინცი ჩარლზი. ამბობენ, როდესაც შვილი შეეძინა, უთქვამს, მე ძიძა კი არა, დედა უნდა ვიყოო და შვილის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდა.

 

 

 

3. 1950 წლის 15 აგვისტოს ელისაბედს ქალიშვილი - პრინცესა ანნა შეეძინა. დღეისთვის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეთორეტეა.

 

 

 

4. 1960 წელს დედოფალს მეორე ვაჟი - პრინცი ენდრიუ გაუჩნდა (იორკის ჰერცოგი), რომელიც ბრიტანეთის ტახტის რიგით მეექვსე პრეტენდენტია.

 

 

 

5. 1964 წელს დაიბადა მესამე ვაჟი – უერექსის გრაფი ედუარდი (1078 წლის ფოტოზე ბიძაშვილ ლედი სარასთან ერთად), ტახტის მეცხრე მემკვიდრე.

 

 

 

6. 1985 წელი იახტაზე.

 

პირველი შვილიშვილი ზარა ფილიპსი (მარცხნივ) – ელისაბედს ქალიშვილმა ანნამ გაუჩინა 1981 წლის 15 მაისს. მეორე – პრინცი უილიამი, ამჟამად კემბრიჯის ჰერცოგი. დაიბადა 1982 წლის 21 ივლისს (პრინც ჩარლზისა და დიანა სპენსერის ვაჟი).

 

 

 

7. პრინცი ჰენრი უელსელი, ჩარლზისა და დიანას მეორე ვაჟი 1984 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. პრინცესა დიანამ ბებიის კონსერვატული რჩევა არ გაითვალისწინა და შვილები ჩვეულებრივ სკოლაში მიაბარა.

 

 

 

8. პრინც ენდრიუს შვილები – პრინცესები ბეატრისა იორკელი და ევგენია იორკელი. გოგონები ძალიან დამოუკიდებლები არიან და სპეციალურ სამეფო ვალდებულებებს თავს არიდებენ. უყვართ მოდის ჩვენებები და მხიარული წვეულებები. დედოფალმა შვილიშვილები მკაცრად გააფრთხილა, ღამის კლუბებში სიარულისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ ამ გოგონებს ეს აკრძალვა დიდად არ ანაღვლებთ.

 

 

 

9. ჯეიმსი, ვიკონტი სევერნი, პრინც ედუარდის ვაჟი (2010 წ.).

 

ჯეიმის მეათეა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში.

 

 

 

10. ლედი ლუიზა უინძორი, პრინც ედუარდისა და მისი მეუღლის სოფის ქალიშვილი (2012 წ.) ლუიზა მეთერთმეტეა ტახტისმაძიებელთა სიაში.

 

 

 

11. ელისაბედ II უფროსი შვილიშვილი პიტერ ფილისსი – პრინცესა ანნას ვაჟი პირველი ქორწინებიდან კაპიტან მარკ ფილიპსთან ქორწინებიდან (1977 წ.). პიტერმა ტახტზე უარი განაცხადა, როცა დედოფლის ნების წინააღმდეგ კანადის მოქალაქე, კათოლიკე ოტუმნზე დაქორწინდა. მეამბოხეობა მას, ეტყობა, სისხლში აქვს, პრინცესა ანნამ თავისი შვილებისთვის სამეფო ტიტულების მინიჭება არ ისურვა, ისინი, უბრალოდ ფილიპსები არიან.

 

 

 

12. ზარა ფილიპსი – ანნას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ზარა პირველია სამეფო ოჯახიდან, ვინც რეკლამაში გადაიღეს. 2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო Land Rover-ის სარეკლამო რგოლში.

 

 

 

13. ელისაბედ II-ის შვილთაშვილი ჯორჯ კემბრიჯელი 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ოჯახში.

 

ტახტის მემკვიდრეთა სიაში ის მესამეა მამისა და ბაბუის შემდეგ.

 

 

 

14. ასევე შვილთაშვილი შარლოტა კემბრიჯელი 2015 წლის 2 მაისს მოევლინა ქვეყანას.

 

 

როგორც ამბობენ, კეიტი და უილიამი კიდევ აპირებენ შვილების ყოლას და მალე ბებოს მორიგი შვილთაშვილის დაბადებით გაახარებენ. მანამდე კი დედოფალი არ იღლება ახალგაზრდა დედის ჭკუა-დარიგებით; როგორ ჩაიცვას, როგორ აღზარდოს შვილები... მოკლედ, ქალბატონების ურთიერთობა რთულად მიმდინარეობს.

 

 

 

 

15. სავანა ფილიპსი, ელისაბედ II უფროსი შვილიშვილის პიტერ ფილიპსის ქალიშვილი 2011 წელს დაიბადა. სავანა მამის მსგავსად ტახტის მოცილე არ არის.

 

 

 

16. მია გრეის ტანდელი, ზარა ფილიპსის ქალიშვილი, 2014 წლის 17 იანვარს დაიბადა.

 

ფორმალურად, ბავშვი მეჩვიდმეტეა ბრიტანეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტთა სიაში, მაგრამ ძნელი სათქმელია, მოუწევს ეს რიგი თუ არა...

 

 

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016