რეგიონები
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს
15 სექტემბერი, 2015. 12:41
ოსური მედია დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება.
„მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე 19, 20 და 21 სექტემბერს შეწყდება", - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა 22 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57