reportiori.ge - ლიტერატურა გარემოს დასაცავად, ლიტერატურული კონკურსი „წიგნის ხე“ ცხადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:12
კულტურა
ლიტერატურა გარემოს დასაცავად, ლიტერატურული კონკურსი „წიგნის ხე“ ცხადდება
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 14:34


ლიტერატურული კონკურსი „წიგნის ხე" - ლიტერატურა გარემოს დასაცავად.


ცხადდება კონკურსის მესამე ეტაპი. მეორე ეტაპის სათაურებია:

1. ტურისტის დღიურები;

2. წერილი მინისტრს;

3. ტყეში დაკარგულები.


ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადა: 26/09/2015.


კონკურსი მიზნად ისახავს მხატვრული ლიტერატურის დახმარებით გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.


კონკურს „წიგნის ხე"-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას. კონკურსანტს უფლება აქვს გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნაწარმოები;


კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი ჟანრის პოეტური ან პროზაული ნაწარმოები, რომელსაც უნდა ჰქონდეს მხატვრული ღირებულება და არ უნდა იყოს წარმოდგენილი თავისუფალი თემისა და ესეს სახით; საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს. (შრიფტის ზომა: 12. შრიფტის სახე: Acadnusx);


ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული წიგნებში, პერიოდიკასა და ინტერნეტ-სივრცეში და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.


პროექტის ავტორი: ა(ა)იპ „კავკასიონი"

ფინანსური მხარდამჭერი: სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი"

პარტნიორი: „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი"

მედია პარტნიორები: reportiori.ge; აჭარის ტელევიზია; რადიო აჭარა.


ელ.ფოსტა: konkursi2015@yahoo.com

ტელ: 599 07-60-86; 598 26-30-04; 591 98-93-76



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016