reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს „ალეგრობა“ მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:41
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს „ალეგრობა“ მიულოცა
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 15:32


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა" მიულოცა.


მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს  დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.


„გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი. გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!" - მიმართა პრემიერმა „ალეგრობის" დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016