reportiori.ge - „დიდი ქართველი პოეტი ცად ამაღლდა!“ - „ქართული ერთობის დარბაზი“ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:06
კულტურა
„დიდი ქართველი პოეტი ცად ამაღლდა!“ - „ქართული ერთობის დარბაზი“ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 15:34


„ქართული ერთობის დარბაზი" მწერლის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„კაცი, რომელიც  ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან  იდგა.

 

დიდი პოეტი წავიდა. დიდი ქართველი. რეზო ჭეიშვილი - ეროვნული განწყობის და პლანეტარულად მოაზროვნე კაცი. კაცი, რომელიც  ყოველთვის დიდი საქმეების სათავეებთან  იდგა.

 

„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ვართ ამაყნი, რომ რეზო ჭეიშვილი იყო იმ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის, რომელნიც 2015 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს,  გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში, „ქართული ერთობის დარბაზის"  კონგრესის  გახსნას ესწრებოდა. ჩვენ ვართ ამაყნი, რომ ბატონმა რეზომ  ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან  ერთად  მოაწერა ხელი საპროგრამო დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი", რითაც დიდი ქართული შემოძახილი  გააკეთა.

 

„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები ვართ ამაყნი, რომ სწორედ გელათში,   სწორედ დავითობას, ჩვენი დარბაზის პირველ კონგრესზე სახალხო აღიარების დამადასტურებელი „პატივდების სიგელი" გადავეცით ყველასათვის საყვარელ, გამორჩეულ პოეტს.

 

აწ გარდაცვლილ ქუთაისელ პოეტს, ელდარ მიქაძეს ეკუთვნის გამოთქმა: „ცა პოეტების სასაფლაოა". დიდი ქართველი პოეტი რეზო ჭეიშვილი ცად ამაღლდა. და სამუდამო სასუფეველში დაიმკვიდრა ადგილი", -  ნათქვამია განცხადებაში.

 

„ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016