reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაპირებთ, მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:51
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაპირებთ, მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება!
ავტორი:
15 სექტემბერი, 2015. 16:21


სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის" ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა. ახალგახსნილი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ჩაის ხარისხი, წარმოების დონე, მათ შორის, დაფასოების სტანდარტი კარგი საფუძველი იქნება ჩაის წარმოების, ექსპორტის გაზრდისა და დარგის განვითარებისთვის.


„ჩაის წარმოების აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის. ჩემი დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ეს გახდება საჯარო დოკუმენტი ყველასთვის.  ჩვენ ვაპირებთ, მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება, ხელი შევუწყოთ ამ დარგის წახალისებას საქართველოში. ეს გამოიწვევს პლანტაციების აღდგენას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის თქმით, ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩინური მხარე საქართველოდან ჩაის ექსპორტით  დაინტერესდა.


მანვე კომპანია „გეოპლანტის" დირექტორს მიხეილ ჭკუასელს მადლობა გადაუხადა ქართული ჩაის აღორძინების საქმეში გაწეული წვლილისთვის.


„დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ოზურგეთში გაიხსნა ჩაის დასაფასოებელი საწარმო, სადაც ადგილობრივ გლეხებს საშუალება ექნებათ, ჩააბარონ ჩაი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის „გეოპლანტის" დირექტორს მიხეილ ჭკუასელს და მინდა, ვთქვა, რომ საქმე, რომელსაც ის და მისი გუნდი აკეთებს, ჭეშმარიტად ქართულია", - განაცხადა პრემიერმა.


1300 კვ/მეტრზე განთავსებული „გეოპლანტის" ჩაის შესაფუთი საწარმო დაფინანსდა პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. კომპანია, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად  გეგმავს 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016