„ბატონი რეზოს გარდაცვალებით დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა მწერლობამ, ქართულმა კინომ. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება რეზო ჭეიშვილის შემოქმედება, რომელიც მან დატოვა. პატივს მივაგებთ მის ნათელ ხსოვნა!" - განაცხადა ივანიშვილმა.
მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს, ქუთაისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პატივის მისაგებათ ქუთაისში დღეს სპეციალურად ჩავიდნენ ქართველი მწერლები, მსახიობები, კინორეჟისორები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.
რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან გამოასვენეს და, ანდერძის თანახმად, ქუთაისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
დაკრძალვის ხარჯები მთლიანად ქუთაისის მერიამ დაფარა.