reportiori.ge - FIFA ფეხბურთის ფედერაციას: მადლობელი ვიქნებით, თუ ფიფა-ს და უეფა-ს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:28
სპორტი
FIFA ფეხბურთის ფედერაციას: მადლობელი ვიქნებით, თუ ფიფა-ს და უეფა-ს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 14:45


„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პროცესზე მთავრობის ზეწოლის ბრალდებების შესახებ, ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ ფიფა-ს და უეფა-ს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით", - ფიფა-ს მიერ ფედერაციისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად.


რამდენიმე დღის წინ ფედერაციას ანალოგიური შინაარსის წერილით უეფა-მაც მიმართა.

 

„გვინდა, შეგახსენოთ, რომ ფიფა-ს წესდების მე-17 მუხლის და უეფა-ს წესდების მე-7 მუხლის თანახმად - ფიფა-ს და უეფა-ს აღმასრულებელი ორგანოს (პრეზიდენტის ჩათვლით) წევრები არჩეულ უნდა იქნას თავისუფალი წესით, პროცედურების შესაბამისად, რომელიც არჩევნების სრული დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად. ამ ფონზე, ფიფა დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეატყობინოს ზემოხსენებული საკითხები ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში დაუყოვნებლივ იქნეს აღმოფხვრილი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარების შესახებ ინფორმაცია", - ნათქვამია ფიფა-ს წერილში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016