reportiori.ge - „გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას!“ - მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:13
რეგიონები
„გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას!“ - მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 15:04


მესტიის რაიონში საფუძველი ჩაეყარანესკრა ჰესის" მშენებლობას. ობიექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ "ქეი ვოთერთან" ერთად ააშენებს. სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზირიძის ინფორმაციით პროექტის პარტნიორი გახლავთ კორეის წყლის სახელმწიფო გიგანტი კომპანია „ქეი ვოთერი", საბანკო განხრით პარტნიორები არიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი-იბიარდი, აზიის განვითარების ბანკი-ეიდიბი და კორეის ბანკი-ქეი ექსინი. პროექტს განახორციელებს უმსხვილესი იტალიური კომპანია.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

 

„მივესალმები ჩვენს სტუმარს სამხრეთ კორეიდან, კომპანია „ქეი ვოთერის" პრეზიდენტს, მივესალმები ადგილობრივ მოსახლეობას, მივესალმები მინისტრებს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ამგვარი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

 

დღეს ვიწყებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს. პირველ რიგში, ეს კომპანია ააშენებს, რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას.

 

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი. სადგური ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია, ჰესი უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტრონერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად მდგრადი.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება ე.წ. ბიოუთი მოდელს, ანუ, ინვესტორი ვალდებულია, ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს 35 წლის განმავლობაში და ამის შემდგე უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016