reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 06:05
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება
ავტორი:
17 სექტემბერი, 2015. 11:56


ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მიის ინფორმაციით, ყოველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მისი უწყება არის ჩართული და აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას.


„მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს.

 

მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს ექსპორტის და იმპორტის ბალანსს. ასევე, გვიჩვენებს იმ შემოდინებებს, რომელიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ჩვენს ვალუტაზე, წინა წელთან შედარებით, ზეწოლა შემცირებულია 100-180 მილიონი დოლარით, შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება.

 

ასევე,  მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი თავის მხრივ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება თავის მხრივ გაატარებენ  ყველა საჭირო ზომას, რომელიც გასატარებელია. მათ შორის - თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას, რომ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება,  ჩვენ ამის განხილვასაც დავიწყებთ, თუმცა, დღეს არსებული პარამეტრებით, ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016