reportiori.ge - ფეხბურთის ფედერაციის იურისტები ჟურნალისტებს ემალებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:30
სპორტი
ფეხბურთის ფედერაციის იურისტები ჟურნალისტებს ემალებიან
ავტორი:
17 სექტემბერი, 2015. 15:56


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ "პირWელის" კითხვებს არ უპასუხეს.


ჩხიკვაძემ ამის მიზეზად ქალაქში არყოფნა დაასახელა. მოგვიანებით, მასთან სატელეფონო კომენტარზე სააგენტოს ჟურნალისტი შეთანხმდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მობილური საერთოდ გამორთო. შენგელიამ კი, მას შემდეგ, რაც სასაუბრო თემა გაიგო, განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმთან გახლდათ.


კითხვები, რომელიც  ფედერაციის ამ თანამშრომლებისთვის უნდა დაესვათ - ორიოდ დღის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უეფ-აში გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ უეფა-ს უმთავრესი რეკომენდაციაა, სფფ-მ არ დაარღვიოს თავისივე წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც დელეგატების დანიშვნას ეხება. ასევე, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც მან გააკეთა, ხოლო აღმასკომს ამის თაობაზე რეაგირება არ ჰქონია... რამდენად კანონიერი იყო ეს გადაწყვეტილება და იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი? არის თუ არა კანონდარღვევა, როდესაც სფფ არ ითვალისწინებს წესდების მე-7 მუხლს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს დროულად უნდა დაეტოვებინა გენერალური მდივნის თანამდებობა, რაც მას არ გაუკეთებია? რატომ არ მიიღო გუნდების წევრობასთან დაკავშირებით აღმასკომმა გადაწყვეტილება და რატომ გადაიტანა რიგგარეშე ყრილობა დეკემბერში, როცა მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო?


თუმცა, არცერთმა იურისტმა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016