reportiori.ge - 17 სექტემბერი - სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:39
კულტურა
17 სექტემბერი - სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა
ავტორი:
17 სექტემბერი, 2015. 16:35


სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა - დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა - მარიამ თაყაიშვილი.


1923-26 წლებში სესილია სწავლობდა თბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე").


1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.


სესილია თაყაიშვილი ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.


სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქრისტინე (დადიანის „ნინოშვილის გურია"), ოლღა (დუმბაძის და ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარიამ სტიუარტი") და მრავალი სხვა.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.


კინოში განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა („ჭირვეული მეზობლები"), ვასასი („ჩვენი ეზო" 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი" 1956), ოლღა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" 1962), ბორდოხანი („დოდოსტატის მარჯვენა" 1969), მარადია („ნატვრის ხე" 1976), ასინეთა („დათა თუთაშხია", 1977), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" 1983) და მრავალი სხვა.


ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლაც პროვინციაში ცხოვრობსო".


1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა.


დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით.


1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი - დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს. სესილა სიამაყით ამბობდა: ,,მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო". პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანასკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.


სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016