მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ცნობილი ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის „დრუჟბა ნაროდოვის" 2015 წლის მე-8 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აგვისტოს თვის ნომერი სრულად დაეთმო საქართველოსა და ქართულ ლიტერატურას.
ღონისძიება ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ალექსანდრე ებანოიძემ გახსნა. მოსკოვში გამომავალ რუსულენოვან ჟურნალში გამოქვეყნებულია თანამედროვე ქართველი მწერლებისა და კლასიკოსების ნაწარმოებები. მათ შორის გახლავთ გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ნუგზარ შატაიძის, დავით მაღრაძის, ბექა ქურხულისა და სხვა მწერლების შემოქმედებითი ნიმუშები.
რუსულენოვან ჟურნალ „დრუჟბა ნაროდოვს" წელს 77 წელი შეუსრულდა. განვლილი წლებისა და მრავალი სირთულის მიუხედავად ლიტერატურული ჟურნალი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.