reportiori.ge - ომის ვეტერანები: სტალინის ძეგლით „ნაციონალებმა“ პოლიტიკური პიარი ააგორეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:46
რეგიონები
ომის ვეტერანები: სტალინის ძეგლით „ნაციონალებმა“ პოლიტიკური პიარი ააგორეს
05 ნოემბერი, 2013. 19:57

თელავში გახსნილი სტალინის ძეგლი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ძეგლი ყოფილი გამგებლის ნებართვით დაიდგა, თუმცა, მისი დემონტაჟის ბრძანება საკრებულომ 5 სექტემბერს გასცა. ბრძანების თანახმად, სტალინის ძეგლი ხუთი დღის ვადაში საზოგადოება „სტალინელს" უნდა აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს გამგეობა მოახდენდა.

თელავის ახლანდელი გამგებელი გივი მეტრეველი აცხადებს, რომ ძეგლის აღება გაჭიანურდა, რადგან არ იციან სად შეინახონ და შესაფერის ადგილს დაეძებენ.

„დროის გაწელვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ამიტომ ჩემი მხრიდან სიტყვიერი მითითება მოხდება, რომ დროულად მიხედონ ამ საქმეს", - აცხადებს თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე.

საზოგადოება „სტალინელის" ხელმძღვანელი შოთა ლაზარიაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ძეგლის დემონტაჟისთვის შესაბამისი თანხა არ გააჩნია და გამგეობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ძეგლის დემონტაჟის შესახებ დოკუმენტებზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ამ საქმეზე მას საჩივარი პროკურატურაში აქვს შეტანილი.

სტალინის ძეგლის გახსნა-დემონტაჟის ამბავს თელავის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი  ეხმაურება. როგორც ვეტერანები „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებენ, რეალურად, თელავში მოხდა ომში დაღუპულთა მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაცია და სტალინის ძეგლი მისი შემადგენელი ნაწილი იყო.


„სტალინის ძეგლი თელავში ყოველთვის იყო, ახალი არავის შეუქმნია. ამ ძეგლს ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე მივაკვლიეთ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. შემდგომ კი დავაბრუნეთ თავის ადგილზე. იმავე საღმოს იყო კომპლექსის შეღებვა-განადგურების მცდელობა, მეორე დღეს კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ზეწოლა „სტალინელის" თავმჯდომარის მიმართ. საკრებულომ გამოიტანა დადგენილება, რომ თუ „სტალინელი" არ აიღებდა ძეგლს, გამგეობა მოახდენდა დემონტაჟს. დემონტაჟი დღემდე არ განხორციელებულა, ძეგლი თავის ადგილზეა და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს, რადგან ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა. აქ საკითხი არ დგას ისე, თითქოს ვიღაც სტალინის იდეების მიმდევარია, ეს არის ჩვენი ისტორია და ამას ასე უნდა შევხედოთ. რაც შეეხება ამ ფაქტის ყურადღების ცენტრში მოხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს იყო „ნაციონალების" მიერ აგორებული პოლიტიკური პიარი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ამაში არ ჩავებით", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში ვეტერანმა ალიკა ტალიურმა.

4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა.

„წასვლის წინ მოახერხა ხომ, ხელი მოაწერა. „ნაციონალების" დანიშნული გამგებელი იყო, ხომ სწორია?" - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს, თელავში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ომში დაღუპულთა მემორიალური კომპლექსი, რომელიც თელავის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი მეშვეობით  ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ კომპლექსის შემადგენელი ნაწილია სტალინის ძეგლი, რომელიც  საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინელმა" ადგილობრივ ხელისუფლებასთან ოფიციალური შეთანხმებით თავის ძველ ადგილს დაუბრუნა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016