reportiori.ge - ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მობილური ოპერატორის ფუნქციონირება დადასტურდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:14
კონფლიქტები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მობილური ოპერატორის ფუნქციონირება დადასტურდა
05 ნოემბერი, 2013. 19:58

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული მობილური ოპერატორის (MTC) უკანონო ფუნქციონირების გამოსავლენად რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი ჩაატარა.

 "რადიომონიტორინგი კიდევ ერთხელ 2013 წლის 1 ნოემბერს ჩატარდა და შიდა ქართლის რეგიონის სოფლების ერგნეთის, დიცის, დვანის, ნიქოზის, არბოს, მერეთის და თერგისის მიმდაბერე ტერიტორიებზე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება შემოწმდა. მონიტორინგის შედეგად ზემოთხსენებულ დასახლებულ პუნქტებში რუსეთის ფედერაციის ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ფუნქციონირება (ქვეყნის მობილური კოდით MCC  250 და მობილურის ქსელის კოდით MNC 30) დადასტურდა. გარდა ამისა, დასტურდება ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საბაზო სადგურების განთავსების ფაქტი. თუმცა  მობილური ოპერატორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს მუშაობას, რათა გამოვლენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი კონკრეტული სუბიექტი, რათა განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები", - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016