reportiori.ge - მანანა კობახიძე: იქნებ თქვენ თავსაც ჰკითხოთ, რა დაუშავეთ ასეთი ზუგდიდს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:35
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: იქნებ თქვენ თავსაც ჰკითხოთ, რა დაუშავეთ ასეთი ზუგდიდს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 14:00

დღევანდელი რიგგარეშე სესია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრაიმერების დროს მომხდარი დაპირისპირების გაპროტესტებით დაიწყო. უმცირესობის წევრმა დეპუტატებმა ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ მეტი კონსტრუქციულობის გამოჩენისკენ მოუწოდეს.

როგორც მათ საპასუხოდ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო კამპანიის ძალადობის ფონზე ჩატარება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა და მოახლოებულია ვილნიუსის სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის ტესტის ჩაბარება.

"იქნებ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას მოარიდოთ თავი! იქნებ თქვენ თავსაც ჰკითხოთ, რა მოხდა ასეთი, რა დაუშავეთ ზუგდიდს, რომ ქალაქი, რომელმაც თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა ხმა არჩევნებში ასე დაგხვდათ ზუგდიდში", - მიმართა უმცირესობას მანანა კობახიძემ. პარლამენტის კიდევ ერთმა ვიცე სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარებაში და ის შორს დგას ყოველგვარი ძალადობისგან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016