reportiori.ge - ილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:09
რელიგია
ილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი
ავტორი:
19 სექტემბერი, 2015. 13:05


თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს. ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ.


პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქის თქმით, არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.


"ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი", - აღნიშნა უწმინდესმა.


უწმინდესმა ტაძრის წინამძღოლი მამა ალექსანდრე დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ასევე ტაძრისთვის წმინდა ილია თეზბიტელის ხატი საჩუქრად გადასცა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016